1.პროექტის სახელწოდება:
“ქუთაისი“
2. პროექტის მთავარი
იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
ქუთაისის ისტორიის, კულტურის, ტრადიციების გაცნობა.
3. პროექტის
აქტუალობა:
·
მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი ქალაქის
- ქუთაისის ისტორიას;
·
მოიპოვებენ ქალაქის შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს;
·
ისწავლიან ქალაქის ისტორიას, გეოგრაფიას.
4. პროექტის მიზნები:
·
გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ
ცხოვრებაში გამოყენების უნარ- ჩვევების განვითარება : ინტერვიუს აღება ,
გამოკითხვის ჩატარება , მასალების დამუშავება ისტ - ის მეშვეობით ,
·
პრეზენტაციის მომზადება ;
·
თანამშრომლობითი , საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების ,
გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ - ჩვევების განვითარება ;
5. მონაწილეთა ასაკი:
III კლასი.
(8-9 წელი)
6. ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი თვე
7. მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
·
ექსკურსიები;
·
ფოტო მასალა;
·
ვიდეო მასალა;
·
ნახატები;
·
ჩანაწერები;
·
სტატიები ამ ქალაქის შესახებ;
·
საკუთარი ნახატებისა და ფოტო სურათების გამოფენა;
·
პროექტის ვებ-გვერდი.
8. პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:
·
კომპიუტერი , ინტერნეტი , დიქტოფონი , ციფრული კამერა;
·
საჭირო ლიტერატურა ;
·
ფორმატისა და თაბახის ფურცლები ;
·
ფანქრები და კალმები .
9. პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები):
აქტ .
1 . მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის კონკურსის შესახებ დებულებისა და
იდეის გაცნობა ;
აქტ . 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო
აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება ;
აქტ .
3. ორგანიზაციული საკითხები :
·
ჯგუფების შექმნა ;
·
ფუნქციების განაწილება ;
·
კონკრეტული დავალებების მიცემა .
აქტ .
4. მუშაობის დაწყება :
·
მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს დაევალება ქუთაისის შესახებ ისტორიული
მასალების მოძიება , გარკვეულ ნაწილს - ლეგენდების, თქმულებების
მოძიება ,
გეოგრაფიის, მუზეუმების,ეკლესია–მონასტრების შესახებ ინფორმაციის
მოძიება/ კვლევა მათი წარმოშობის შესახებ ,
აქტ .
5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება , აუდიტორიისათვის გაცნობა :
·
მოძიებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე .
აქტ .
6. პროექტის შეფსება :
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება :
·
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება ;
·
პრეზენტაციის უნარი ;
·
მსჯელობა ;
·
წერითი სამუშაო .
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
ქართ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.
ქართ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
ს.გ.III.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს მარტივი სამუშაო.
ს.გ.III.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში საგნებს, ობიექტებს, მოვლენებს და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.III.4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში:
ისტორია,
გეოგრაფია, ხელოვ ნება , ლიტერატურა. გამოუმუშავდებათ
უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში ( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში,
პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა ბლოგზე განთავსება )
11. პროექტის ხელმძღვანელი
(მასწავლებელი):
დარიკო სანიკიანი - ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა“პროგრესის“
დაწყებითი კლასების მასწავლებელი
12. ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა:
d.sanikiani@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://darikosanikiani.blogspot.com/
No comments:
Post a Comment